აშშ უკრაინას 300 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

აშშ უკრაინას 300 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა ბრიფინგზე გამოაცხადა.
დღეს პრეზიდენტ ბაიდენის სახელით უსაფრთხოების სასწრაფო დახმარების პაკეტის შესახებ ვაცხადებ, 300 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღითა და აღჭურვილობით, რათა დაკმაყოფილდეს უკრაინის ზოგიერთი, ყველაზე კრიტიკული საჭიროება”, - განაცხადა სალივანმა.
სალივანის თქმით, ამ პაკეტისთვის სახსრები "გაუთვალისწინებელი ეკონომიის" გამო გაჩნდა, პენტაგონის მიერ უკვე გაფორმებულ კონტრაქტებში კიევისთვის გადაცემული იარაღის ჩასანაცვლებლად, ამიტომ აღნიშნული პაკეტის გადაცემა ამერიკის უსაფრთხოებაზე არ აისახება.
ეს პაკეტი, რომელსაც ვაცხადებთ, მოიცავს დიდი რაოდენობით საარტილერიო ჭურვს, HIMARS სისტემებისთვის GMLRS რაკეტებს. ეს დახმარებაა, რომელიც ძალიან სჭირდება უკრაინას იმისთვის, რომ თავს იცავდეს რუსული თავდასხმებისგან”, - განაცხადა სალივანმა.