რუსეთი მზადაა, გამოიყენოს ბირთვული იარაღი, თუ საკითხი ეხება სახელმწიფოს არსებობას - პუტინი

"რუსეთი მზად არის გამოიყენოს ბირთვული იარაღი, თუ საკითხი ეხება რუსეთის სახელმწიფოს არსებობას, ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის ზიანის მიყენებას" - ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა რუსეთის სამთავრობო მედიებთან ისაუბრა.
"იარაღი არსებობს იმისათვის, რომ გამოიყენონ. ჩვენ გვაქვს ჩვენი პრინციპები. რას ამბობენ ისინი: ჩვენ მზად ვართ გამოვიყენოთ იარაღი, მათ შორის ნებისმიერი იარაღი, მათ შორის ის, რაც თქვენ ახსენეთ, თუ საუბარია რუსეთის სახელმწიფოს არსებობაზე, ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის ზიანის მიყენებაზე. ყველაფერი გვაქვს გაწერილი ჩვენს სტრატეგიაში, ჩვენ ის არ შეგვიცვლია"- თქვა რუსმა დიქტატორმა.