დრონებით შეტევა რუსეთის ქალაქებზე - ოკუპანტის მიმართულებით ერთ ღამეში 58 დრონი გაუშვეს

13.03.24 11:59
დრონებით შეტევა რუსეთის ქალაქებზე - ოკუპანტის მიმართულებით ერთ ღამეში 58 დრონი გაუშვეს

აფეთქებების სერია რუსეთში - თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე იერიში მხოლოდ ერთი ღამის განმავლოაბში, მინიმუმ, 58 საფრენი აპარატით მიიტანა. 11 დრონი უტევდა ბელგორდს, ბრიანსკს, კურსკს და ვორონეჟს. აფეთქებულია რიაზანის ნავთობ გადამამუშავებელი ქარხანა, სადაც უპილოტო საფრენი აპარატის შეჯახებას ხანძარი მოჰყვა. არიან დაშვაბულებიც. ღამით ინტენსიური იერიში მიიტანეს ვოლგოდორსკზეც. აფეთქებები როსტოვის ატომური ელექტოსადგურის ახლოს იყო. 

ამ ფონზე კი უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთს ყველაფერზე პასუხისგება მოუწევს და ოკუაპნტი უკრაინაში ჩადენილი ყველა დანაშაულის გამო დაისჯება. 

რუსეთის სახელმწიფოს საპასუხო ზარალს მივაყენებთ სრულიად სამართლიანად. მათ კრემლში უნდა ისაუბრონ, რომ ტერორი მათთვის დაუსჯელი არ რჩება. ამ პაციენტებს ბოროტებისგან ვერაფერი განკურნავს, მაგრამ ისინი განიცდიან დანაკარგს. რუსული სახელმწიფო წააგებს და მხოლოდ ამით შეიძლება, ის უსაფრთხო გახდეს მეზობლებისთვის არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ სხვადასხვა ერებისთვის. ჩვენი ქმდებები ახლა სიცოცლის გადამრჩენია, - განაცხადა ზელენსკიმ. 

 

მსგავსი სიახლეები