რუსებმა სარაკეტო იერიში კრივოი როგიზე მიიტანეს - არის მსხვერპლი

12 მარტის საღამოს, რუსმა საოკუპაციო ძალებმა საჰაერო იერიში კრივოი როგიზე მიიტანეს - გასროლილი რაკეტის ნამტვრევები მრავალსართულიან კორპუსს დაეცა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა.
რაც შეეხებათ დაშავებულებს, დაჭრილთა რიცხვმა 40-ს გადააჭარბა, მათ შორის, 6 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.