თავდასხმა შაჰიდებით სუმის ოლქზე - არიან დაღუპულები და დაშავებულები
ღამით ოკუპანტებმა სუმის ოლქი შაჰიდებით დაბომბეს. ერთ-ერთი უპილოტო საფრენი აპარატი საცხოვრებელ კოპრუსს დაეჯახა. არიან დაღუპულები და დაშავებულები.
სუმის რეგიონალური ადმინისტრაციის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ხანძარი გაჩნდა და ხუთსართულიანი შენობის რამდენიმე სართული განადგურდა. მათივე თქმით, დაზიანდა 30 ბინა, მათგან 15 განადგურდა.
ამ დროისთვის ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
წინასწარი ინფორმაციით, ნანგრევებიდან 10 ადამიანი გამოიყვანეს, მათგან 8-ამ სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო. სამწუხაროდ, არიან დაღუპულები (ინფორმაცია დაზუსტებულია)", - ნათქვამია სამხარეო ადმინისტრაციის განცხადებაში.
გარდა ამისა, როგორც სუმის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოადგილემ ვლადიმერ ბიწაკმა განმარტა, ნანგრევებიდან 10 ადამიანი გამოიყვანეს, აქედან 5 ბავშვია.