ნავალნის გარემოცვის წევრს ვილნიუსში თავს დაესხნენ
ალექსეი ნავალნის ახლო გარემოცვის წევრი, ლეონიდ ვოლკოვის მტკიცებით, ლიეტუვაში, ვილნიუსში ჩაქუჩით შეიარაღებული პირი თავს დაესხა. ვოლკოვს ხელი აქვს მოტეხილი. ნავალნის მოკავშირე საავადმყოფოში გადაიყვანეს.
"ფეხში 15-ჯერ დამარტყა. სიარულის დროს მტკივა, მაგრამ ამბობენ, რომ მოტეხილობა არ არის, ხელი მოტეხილია...ეს იყო ტიპიური განგსტერული მისალმება პუტინისგან, განგსტერული პეტერბურგიდან“. - აცხადებს ვოლკოვი.
მომხდარს ლიეტუვის პოლიციის ანტიტერორისტული დანაყოფი იძიებს.