უნგრეთის თავდასხმები დემოკრატიულ ინსტიტუტებზე სერიოზული შეშფოთების საფუძველს წარმოადგენს - სალივანი
ჩვენი პოზიცია არის ის, რომ უნგრეთმა დემოკრატიულ ინსტიტუტებზე თავდასხმა განახორციელა და ეს ჩვენთვის სერიოზული შეშფოთების საფუძველს წარმოადგენს - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა ბრიფინგზე განაცხადა.
სალივანმა აღნიშნა, რომ აღნიშნული საკითხების შესახებ ვაშინგტონი ბუდაპეშტს ესაუბრა.
„რასაც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის სახელით ვიტყვი არის ის, რომ ჩვენ ბუდაპეშტის მიერ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე თავდასხმების შესახებ ღრმა შეშფოთებას არ ვმალავთ, კერძოდ სასამართლო სისტემაზე, უნგრეთში არსებულ კორუფციასა და ხელისუფლების მიერ ქვეყანაში დემოკრატიის ეროზიის სხვა გამოვლინებებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ჯეიკ სალივანმა.