პუტინი უზურპატორი, ტირანი, დამნაშავე და მკვლელია - ნავალნის ცოლი დასავლეთს

13.03.24 16:48
პუტინი უზურპატორი, ტირანი, დამნაშავე და მკვლელია - ნავალნის ცოლი დასავლეთს

დაღუპული რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მეუღლე დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდებს, ვლადიმერ პუტინი ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ აღიარონ.

იულია ნავალნაია რუსეთის დიქტატორს "უზურპატორს, ტირანს და მკვლელს" უწოდებს და The Washington Post-ში გამოქვეყნებულ სვეტში წერს, რომ "პუტინი არა პოლიტიკოსი, არამედ ბანდიტია", რომელმაც არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, კონკურენტი მოიშორა.

პუტინი განიხილეთ, როგორც მაფიოზური დაჯგუფების ლიდერად", - წერ ნავალნაია.

მისი აზრით, იმ შემთხვევაში, თუ მისი სტატუსი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, დიქტატორი დამარცხდება.

 

მსგავსი სიახლეები