"დებულება ეწინააღმდეგება შეთანხმებულ ნორმებს" - რუსეთის საპროტესტო ნოტა აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყებისთვის ბიჭვინთის აგარაკებთან დაკავშირებული საპროტესტო ნოტა, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დე ფაქტო ხელისუფლებას გაუგზავნა, უკმაყოფილებაა გამოთქმული ე.წ. პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
რუსული მხარის განმარტებით, კონკრეტული დებულებები "ხელშეკრულებით გათვალისწინებულ და მხარეებს შორის შეთანხმებულ ნორმებს" ეწინააღმდეგება. კერძოდ, რუსეთის საგარეო უწყება მიუთითებს აკრძალვაზე, რომლის თანახმადაც, მოსკოვს წაერთვა უფლება, ბიჭვინთაში არსებული ობიექტები მესამე პირებზე გაასხვისოს.
ცნობისთვის, ბიჭვინთის აგარაკებთან დაკავშირებით აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა რუსეთისგან საპროტესტო ნოტა 1 თვის წინ მიიღო.