რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დრონებით თავდასხმა - უკრაინამ პასუხისმგებლობა აიღო

რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დრონებით თავდასხმა - უკრაინამ პასუხისმგებლობა აიღო.
როგორც უსაფრთხოების სამსახურს ანონიმურმა წყარომ Українська правда უთხრა, 13 მარტს, დრონებით შეუტიეს რუსეთის სამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას – ქალაქ რიაზანში, ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის ქალაქ კსტოვოში და ლენინგრადის ოლქის ქალაქ კირიშიში.
"ჩვენ სისტემურად ვახორციელებთ კარგად გათვლილ სტრატეგიას რუსეთის ეკონომიკური პოტენციალის შესამცირებლად. ჩვენი ამოცანაა მტრისთვის რესურსების შეზღუდვა და ნავთობის ფულისა და საწვავის ნაკადის შემცირება, რომელსაც აგრესორი პირდაპირ მიმართავს საომარ მოქმედებებსა და უკრაინის მოქალაქეების მკვლელობაში". - უთხრა წყარომ გამოცემას.
გასულ ღამეს დრონების სამიზნე გახდა რუსეთის შვიდი ოლქი: ბელგოროდის, ბრიანსკის, რიაზანის, ვორონეჟის, კურსკის, ლენინგრადისა და ლიპეცკის ოლქები. რიაზანის ოლქში ხანძარი გაჩნდა როსნეფტის შვილობილი კომპანიის ნავთობგადამამუშავებელ დაწესებულებაში.