კონგრესმა მხარი დაუჭირა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს
352 კონგრესმენი 65-ის წინააღმდეგ - კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტს, რომელმაც შესაძლოა, რომ "TikTok-ი" დაბლოკოს, მხარი დაუჭირა.
კანონპროექტის ამოქმედების შემთხვევაში სოციალურ ქსელს მიეცემა 5 თვე იმისთვის, რომ სრულად ჩამოშორდეს კომპანია ByteDance-ს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აპლიკაცია შეერთებული შტატების ტერიტორიაზე დაიბლოკება.
იმ შემთხვევაში, თუ აპლიკაციის მიმწოდებელი კომპანიები დაბლოკილ ქსელებს მაინც გაყიდიან, ყოველ მომხმარებელზე ჯარიმა 5 000 აშშ დოლარი დაეკისრებათ.
ცნობისთვის, კანონპროექტი აწესებს მსგავს შეზღუდვებს ნებისმიერი აპლიკაციისთვის, რომელიც შესაძლოა, ჩინეთის, ირანის, რუსეთის ან/და ჩრდილოეთ კორეის კონტროლის ქვეშ იყოს.