ამერიკამ უკრაინას შესაძლოა, ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტები გადასცეს
ამერიკამ უკრაინას შესაძლოა, ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტები გადასცეს - ამის შესახებ ინფორმაციას "Wall Street Journal"-ი აქვეყნებს.
თავის დროზე შტატები მსგავსი შეიარაღების გადაცემაზე უარს ამბობდა, თუმცა როგორც გამოცემა იტყობინება, ახალი გადაწყვეტილება პენტაგონის მიერ ახალი თაობის სისტემის შეძენით არის განპირობებული.
ცნობისთვის, გასულ წელს ვაშინგტონმა კიევს რაკეტები გადასცა, რომელთა მოქმედების რადიუსი 160 კილომეტრი იყო, თუმცა ახლა საუბარია გაცილებით დიდ მასშტაბზე მოქმედ რაკეტებზე.