რუსეთში "Mi-8" ტიპის ვერტმფრენი ჩამოვარდა - ბორტზე 20 ადამიანი იმყოფებოდა

14.03.24 10:33
რუსეთში "Mi-8" ტიპის ვერტმფრენი ჩამოვარდა - ბორტზე 20 ადამიანი იმყოფებოდა

რუსეთში, "Mi-8" ტიპის ვერტმფრენი, რომელსაც მაღაროდან მუშები გადაჰყავდა, ჩამოვარდა - საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

უწყება აცხადებს, რომ ბორტზე 20 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, ეკიპაჟის სამი წევრი. წინასწარი შეფასებებით, მომხდარის მიზეზად ძრავის გაუმართაობა სახელდება.

რაც შეეხებათ დაშავებულებს, ამ დრომდე მათ შესახებ ცნობები არ ვრცელდება.