ევროპარლამენტმა სომხეთის შესახებ ახალი რეზოლუცია მიიღო

14.03.24 10:39
ევროპარლამენტმა სომხეთის შესახებ ახალი რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა სომხეთის შესახებ ახალი რეზოლუცია მიიღო - დოკუმენტის მიხედვით, ალიანსი განიხილავს წინადადებას, ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. 

რეზოლუციაში ნახსენებია, რომ რუსეთი ისევ სერიოზულ გავლენას ახდენს სომხეთის ეკონომიკაზე, ამიტომ ოფიციალურ ერევანს ურჩევენ, მეტი ყურადღება მიაქციოს მოსკოვის მიმართ ევროკავშირის სანქციების შესაძლო გვერდის ავლას.

ევროპარლამენტში ფიქრობენ, რომ ევროპულმა კომპანიებმა და ინვესტორებმა სომხეთთან ეკონომიკური კავშირები უნდა გააღრმაონ, რათა რუსეთმა ვერ შეძლოს ქვეყანაზე გავლენების გაძლიერება.