ევროპარლამენტი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს არ დააკვირდება

14.03.24 10:46
ევროპარლამენტი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს არ დააკვირდება

ევროპარლამენტი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს არ დააკვირდება - ამის შესახებ პრესრელიზი ალიანსმა თავად გაავრცელა.

ევროპის უმნიშვნელოვანესი ორგანო იტყობინება, რომ რუსეთის არცერთ ქალაქში ევროპელი დამკვირვებლები არ ჩავლენ, ასევე პროცესთან დაკავშირებით და მის შედეგებზე არანაირი კომენტარი არ გაკეთდება.

ევროპარლამენტის არც ერთი წევრი არ არის უფლებამოსილი, დააკვირდეს ამ საარჩევნო პროცესს არც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე და არც უკანონოდ ანექსირებული ყირიმის და არც რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებულ უკრაინის სხვა ტერიტორიებზე“, - აღნიშნულია პრესრელიზში.