რუსეთი ამტკიცებს, რომ დააკავეს РДК-ს წევრები, რომლებიც ფრონტზე მოწამლული საკვების გაგზავნას გეგმავდნენ

14.03.24 14:13
რუსეთი ამტკიცებს, რომ დააკავეს РДК-ს წევრები, რომლებიც ფრონტზე მოწამლული საკვების გაგზავნას გეგმავდნენ

დაკავებულია სამი პიროვნება, რომლებიც ფრონტზე რუსი სამხედროებისთვის მოწამლული საკვების გაგზავნას გეგმავდნენ - რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ცნობით, დაკავებულები უკრაინის მხარეს მებრძოლი სამხედრო დაჯგუფების, რუსული მოხალისეთა კორპუსის(РДК) წევრები არიან.

რინატ ილინის, ნიკიტა კრასილნიკოვის და არტემ შჩერბაკოვის წინააღმდეგ გამოძიება ტერორიზმის ბრალდებით დაიწყო. 

2024 წლის იანვრიდან ერთ-ერთმა ბრალდებულმა, RDK-ის წარმომადგენლების მითითებით, აწარმოა ობიექტების დაზვერვა სანკტ-პეტერბურგში, მათ შორის, ესპანიოლას მოხალისეებისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეგროვების პუნქტის და ტვირთის გადასაზიდად გამოყენებული მანქანების. ამის შემდეგ, ეჭვმიტანილებმა, სავარაუდოდ, შეიძინეს GPS ტრეკერი აუდიო ჩაწერის ფუნქციით და მოათავსეს სამალავში, ამაღლების ეკლესიის მახლობლად, რათა გაერკვიათ სად იმყოფებოდნენ მებრძოლები.

ერთ-ერთმა თანამზრახველმა მიიღო დაახლოებით 20 კილოგრამი დაუდგენელი ტოქსიკური ნივთიერება, რომელიც უნდა შეერიათ საკვებში და ჰუმანიტარული დახმარების სახით გაეგზავნათ მოხალისეებისთვის, ჩრდილოეთ სამხედრო ოლქში", - ნათქვამია ინფორმაციაში.