სუმში, დაბომბილი კორპუსის ნანგრევებში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს

14.03.24 16:32
სუმში, დაბომბილი კორპუსის ნანგრევებში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს

სუმში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლზე საჰაერო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა - ნანგრევებში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი ნახეს.

ინფორმაციას თავისი კორესპონდენტის ნათქვამზე დაყრდნობით უკრაინის საზოგადოებრივი ტელეკომპანია Suspilne ავრცელებს.

სუმის საქალაქო ადმინისტრაციის თანახმად, საჰაერო თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. გადაუდებელი სამაშველო სამუშაოები გრძელდება. რუსეთის ხელისუფლებას იერიშის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რუსებმა სუმში შაჰიდის დრონებით ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსი დაბომბეს. დაზიანდა და განადგურდა ბინები. ნანგრევებიდან 10-მდე დაშავებული ადამიანი ამოიყვანეს.

 

მსგავსი სიახლეები