კურსკის ოლქში პუტინის ჯარის 2 საბრძოლო საცავი გაანადგურეს - მედიაში უახლესი კადრები ვრცელდება
მედიაში ვრცელდება უახლესი კადრები, სადაც კარგად ჩანს როგორ გაანადგურეს „რუსეთის თავისუფლების“ ლეგიონის მოხალისეებმა უკრაინის საზღვართან მდებარე კურსკის ოლქის სოფელ ტიოტკინეში პუტინის ჯარის ორი საბრძოლო საცავი.
სანამ პუტინის არმია ანგრევს სახლებს, ლეგიონის არტილერისტებმა დელიკატურად გაანადგურეს პუტინის ჯარების 2 საბრძოლო საცავი ტეტკინოში - ნათქვამია ინფორმაციაში.
ტეტკინოს რაიონში საზღვრის გარღვევის მცდელობა დაადასტურა კურსკის ოლქის გუბერნატორმა, თუმცა ის ამტკიცებს, რომ რუსეთის FSB-მ და შეიარაღებული ძალების სასაზღვრო სამსახურის ჯარისკაცებმა ლეგიონს არ მისცეს ამის უფლება.
ულტიმატუმის ვადა ამოიწურა. ბელგოროდის და კურსკის ოლქებზე შეტავა დაწყებულია. რუსეთის ხელისუფლებამ ადგილობრივი მოსახლეობა უსაფრთხო ადგილებზე არ გაიყვანა, რის გამოც ხალხი თვითევაკუაციის რეჟიმზეა გადასული. ნებისმიერი მსხვერპლი გუბერნატორების სინდისზე იქნება - ამბობენ რუსეთის განმათავისუფლებელი ლეგიონის წევრები.