რუსებმა ნიკოპოლი დაბომბეს - დაშავებულებს შორის 7 წლის ბავშვია

14.03.24 17:57
რუსებმა ნიკოპოლი დაბომბეს - დაშავებულებს შორის 7 წლის ბავშვია

რუსებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქი ნიკოპოლი დაბომბეს, შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა- დაბომბვის შედეგად დაშავდა ხუთი ადამიანი - 7 წლის ბიჭი, 43 წლის მამაკაცი, 73 წლის ქალი და 74 წლის ორი ადგილობრივი მცხოვრები.

უპილოტო თვითმფრინავებით თავდასხმის შედეგად დაზიანდა რამდენიმე მაღალსართულიანი შენობა და ურბანული ინფრასტრუქტურაც.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.