ფსევდოარჩევნები რუსეთში - ოკუპანტ ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კენჭისყრა დაიწყო

15.03.24 10:24
ფსევდოარჩევნები რუსეთში - ოკუპანტ ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კენჭისყრა დაიწყო

ფსევდოარჩევნები რუსეთში - 15 მარტს რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კენჭისყრა დაიწყო. არჩევნებში მონაწილეობას კრემლის მეგობარი პარტიებინ მხოლოდ სამი კანდიატი იღებს, რომლებიც კოოპტირებულნი იყვნენ ლეგიტიმურობის იერსახის შესაქმნელად. რეჟიმი მათ  რეალური ოპოზიციის დასაყოფად და დანაწევრებისთვის იყენებს.

უცხოური მედია წერს, რომ სამდღიან არჩევნებს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მეხუთე ვადით მოიგებს და ხელისუფლებას 2030 წლამდე შეინარჩუნებს. "ბევრი ანალიტიკოსი კი თვლის, რომ 71 წლის ავტოკრატი 146 მილიონიან ქვეყანას უვადოდ მართავს", - წერს The Washington Post. გამოცემა ასევე წერს, რომ პუტინის რეჟიმი არჩევნების მანიპულირებისთვის დროში გამოცდილ ხრიკებს იყენებს, როგორიცაა სახალხო პროტესტის ორგანიზება ლიდერის დარჩენის უზრუნველსაყოფად.

მას შემდეგ, რაც 24 წლის წინ გადადგა ბორის ელცინი, პუტინი განუწყვეტლივ ანგრევს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ინარჩნებს გავლენას მედიაზე, სასამართლოებზე, პარლამენტზე, რომელიც ყველაფერს აფერხებს. კრემლის მიერ კონტროლირებადი მედია ავრცელებს პროპაგანდას, რათა დაარწმუნოს რუსები, რომ მხოლოდ პუტინია სტაბილურობის გარანტია.

პუტინისთვის არჩევნების მიზანია ლეგიტიმურობის მოპოვება, რაც საშუალებას მისცემს მას მასობრივი მხარდაჭერა გამოუცხადოს რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ. ოკუპირეულ ტერიტორიებიზე რუსეთის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები და შეიარაღებული დაცვა მოქალაქეებს სახლის კარებებზე აკაკუნებენ და ხმის მიცემას ითხოვენ.