ბელგოროდის რეგიონიდან 400-მდე ადამიანის ევაკუაცია მოხდა - გუბერნატორი
ბელგოროდის რეგიონიდან 400-მდე ადამიანის ევაკუაცია მოხდა - ამის შესახებ ბელგოროდის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი იტყობინება.
გუბერნატორმა დაწერა, რომ ხუთშაბათს ბელგოროდის, ბელგოროდის რაიონისა და გრეივორონსკის რაიონის 22 მცხოვრები დაშავდა. პარასკევს დილის მდგომარეობით, ცხრა მათგანი საავადმყოფოში რჩება.
რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ სამხედროები იგერიებენ უკრაინიდან დივერსიული ჯგუფების მიერ საზღვრის გარღვევის მცდელობას.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ პარასკევს ადგილობრივი დროით დაახლოებით 08:15 საათზე საჰაერო თავდაცვის ძალებმა ბელგოროდის რეგიონის თავზე RM-70 Vampire გამშვებიდან შვიდი რაკეტა (ჩეხოსლოვაკური მოდიფიკაცია საბჭოთა Grad MLRS) ჩამოაგდეს.
ამასობაში რუსული ტელეგრამის არხები ბელგოროდიდან აქვეყნებენ ფოტოებს, რომლებზეც ჩანს ხანძარი და ერთ-ერთ ქუჩაზე იწვის მანქანა.
12 მარტს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის მხრიდან რუსეთში შეიჭრნენ შეიარაღებული დაჯგუფებები. რუსეთმა დაადასტურა შეჭრა და თქვა, რომ "ჩაშალეს კიევის რეჟიმის მცდელობა" ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში