დრონებით და რაკეტებით მორიგი იერიში უკრაინაზე - მსხვერპლია ვინიცაში
ოკუპანტებმა უკრაინაზე დრონებით და რაკეტებით მორიგი იერიში მიიტანეს. არის მსხვერპლი.
ვინიცის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატი სახლს შეეჯახა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე 2 ადამიანი და 3 დაიჭრა.
უკრაინის საჰაერო ძალების მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გამოიყენეს 8 რაკეტა და 27 უპილოტო საფრენი აპარატი. საჰაერო ძალების თანახმად, 27-ვე დრონი ჩამოაგდეს კიროვოგრადის, ნიკოლაევის, ხარკოვის, ხერსონის, ხმელნიცკის, ვინიცის და კიევის ოლქების ფარგლებში.