ბელგოროდი, ვორონეჟი და კურსკი - რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები საჰაერო განგაშისა და აფეთქებების ფონზე დაიწყო

15.03.24 11:20
ბელგოროდი, ვორონეჟი და კურსკი - რუსეთში  საპრეზიდენტო არჩევნები საჰაერო განგაშისა და აფეთქებების ფონზე დაიწყო

პირველად უახლეს ისტორიაში რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები საჰაერო განგაშისა და აფეთქებების ფონზე დაიწყო. ბელგოროდი, ვორონეჟი და კურსკი - ყველაგან იდენტური სურათია: დანგრეული სახლები და გაქცეული ხალხი. საარჩევნო უბნებიის ნაწილი კვამლით გახვეულ ქალაქებში გაიხსნა, საჰაერო განგაშის გამო კი გახსნილი უბნები ხელახლა იხურება.

საბრძოლო მოქმეებების ეპიცენტრი ბელგოროდია. ტერიტორია უკვე ათასობით ადამიანმა დატოვა, თუმცა რეჟიმი ამტკიცებს, რომ რაიონიდან მხოლოდ 400 მოქალაქე გავიდა. 

თავდასხმამდე სამსახურშ წავედი, წავიყვანე პატარა შვილი, უფროსი სახლში დავტოვე. პირველი თავდასხმის შემდეგ ბავშვისთვის ტაქსი გამოვიძახე. მეზობლებმა დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემი სახლი იწვოდა, - ყვება ბელგოროდის მკვიდრი. 

რუსული პროპაგანდა არ იმჩნევს. დილის რვა საათიდან რუსეთის მოქალაქეები სასურველ პრეზიდენტობის კანდიდატს ხმებს აძლევენ. მთელი ქვეყნის მასშტაბით 94 ათასზე მეტი საარჩევნო უბანია გახსნილი. 71 წლის რუსი დიქტატორი ვლადიმერ პუტინი გეგმავს, მრავალწლიანი მმართველობა კიდევ ექვსი წლით გაიხანგრძლივოს. პუტინს სამი კონკურენტი ჰყავს, თუმცა არცერთი ოპოზიციონერი და ომის მოწინააღმდეგე კანდიდატი არჩევნებში არ დაარეგისტრირეს.

ნავალნის მომხრეები კი ამბობენ, რომ ბრძოლა ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

მე ნავალნის მხარდამჭერი ვიყავი. ვფიქრობ, რომ ბრძოლა ჯერ ისევ არ დასრულებულა. დღევანდელი ღეა პუტინის პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლოს ნაწილი, - მაბობს რუსეთის მოქალაქე.

კიევ ერთი მოქალაქე კი ამბობს, რომ არჩევნებისგან კარგს არაფერს ელის. 

ამ არჩევნებისგან კარგს არაფერს ველი. ხმის მიცემას არ ვაპირებ. არ ვიცი ნავალნი როგორ მოიქცეოდა. იტყოდა, რომ რამე უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ არ ვიცი უნდა მივიდე თუ არა რუსეთის საელჩოში, - ამბობს მოქალაქე. 

მსგავსი სიახლეები