ჩვენ ხმას რუსეთის თავისუფლებას ვაძლევთ! - თავისუფლების ლეგიონი საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრიდან პუტინს მოკითხვას უთვლის

15.03.24 13:11
ჩვენ ხმას რუსეთის თავისუფლებას ვაძლევთ! - თავისუფლების ლეგიონი  საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრიდან პუტინს მოკითხვას უთვლის

რუსეთის თავისუფლების ლეგიონი პუტინს არჩევნების პირველ დღეს მოკითხვას უთვლის. აჯნაყებულები სროლის ფონზე საგანგებო ვიდეომიმართვას ავრცელებენ და ამბობენ, რომ ხმას თავისუფალ რუსეთს აძლევენ. 

ბიულეტენს ვაგზავნით ხმის მისაცემად. იმედია, პირდაპირ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩის მაგიდაზე დაეცემა. იმისთვის ძალიან ცუდი იქნება, იმიტომ, რომ ჩვენი ნაღმი მას ირჩევს. გილოცავთ არჩევნების პირველ დღეს! ჩვენ ხმას რუსეთის თავისუფლებას ვაძლევთ! ბელგოროდის და კურსკის მოსახლეობას კი, რომლებმაც მწვანე კორიდორით არ ისარგებლეს, თავშესაფრებში დარჩენისკენ მოვუწოდებთ!, 

ბელგოროშიი საჰაეროო განგაში არ წყდება. რუსეთის განმათავისუფლებელი ლეგიონი აქტიურ შეტევაზე გადავიდა და სროლები დაიწყეს. სავაჭრო ცენტრები და სახლები - ყველგან იდენტური ვითარებაა. აფეთქებების გამო რუსული ქალაქი ისევ კვამლშია გახვეული.