საარტილერიო იერიში ბელგოროდის ქალაქ გრაივორონზე - არის მსხვერპლი

15.03.24 13:50
საარტილერიო იერიში ბელგოროდის ქალაქ გრაივორონზე - არის მსხვერპლი

საარტილერიო იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა ბელგოროდის ქალაქ გრაივორონში.

წინასწარი მონაცემებით, დაბომბვა ქვემეხი არტილერიიდან განხორციელდა.

საარტილერიო იერიშის შედგეად დაზინადა ხუთი სახლი.

ბელგოროდის მერის, ვალენტინ დემიდოვის თქმით კი, დილით დაბომბვის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. მან თავდასხმის შედეგების ამსხაველი ფოტოებიც გამოაქვეყნა. 

მისივე ცნობით, დაშავებულთაგან ორი კლინიკაშია გადაყვანილი. დაზიანდა 14 კორპუსი, 5 კერძო სახლი, საგანმანათლებლო დაწესებულება, ორი სავაჭრო ცენტრი.

ფოტოებში ჩანს, რომ დაზიანდა ქუჩებში გაჩერებული მანქანებიც. 

ბელგოროდში საჰაეროო განგაში არ წყდება. რუსეთის განმათავისუფლებელი ლეგიონი აქტიურ შეტევაზე გადავიდა და სროლები დაიწყეს. სავაჭრო ცენტრები და სახლები - ყველგან იდენტური ვითარებაა. აფეთქებების გამო რუსული ქალაქი ისევ კვამლშია გახვეული. 

 

მსგავსი სიახლეები