დრონებით რუსეთის კიდევ ერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შევუტიეთ - უკრაინის დაზვერვა
უკრაინის სამხედრო დაზვერვაში აცხადებენ, რომ უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს რუსეთის კიდევ ერთ ნავთობგადამამუშავებელ საწარმოს.
საუბარია კალუგის ოლქში მდებარე საწარმოს, „პირველ ქარხანაზე", რომელსაც პუტინის ხელისუფლება სამხედრო მიზნებით იყენებს.
წყაროს თანახმად, დრონებმა „დასახულ მიზანს მიაღწიეს“. უკრაინის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელს სხვა დეტალები არ გაუმხელია.
დღეს დილით, კალუგის ოლქის გუბერნატორმა ვლადისლავ შაპშამ ტელეგრამ-არხით გაავრცელა ცნობა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა ძერჟინსკის რაიონში „ჩაახშეს“ 4 უპილოტო საფრენი აპარატი. გუბერნატორის მტკიცებით, ინფრასტრუქტურა არ დანგრეულა და არავინ დაშავებულა.