ბელგოროდში, საარჩევნო უბანზე აფეთქებებია
ბელგოროდში, საარჩევნო უბანზე აფეთქებაა - ტელეგრამ არხები იუწყებიან, რომ ქალაქში მრავალჯერადი სარაკეტო სისტემის ათი ჭურვი ჩამოვარდა. რუსული თავდაცვის სისტემები ახლა ჭურვებით მიტანილ იერიშს იგერიებენ.
საარჩევნო უბნებთან მისული რუსეთის მოქალაქები სრულ პანიკაშიი არიან - სარაკეტო საფრთხის გამო, ხმის მიცემისას მისული ხალხი იძულებული გახდა დაეტოვებინა საარჩევნო უბანი და თავშესაფარში წასულიყო.
მომავალი საათი ბელგოროდისთვის, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მძიმე იქნება. დაანონსებულია უკვე მასობრივი შეტევა რუსეთის თავისუფალი რეგიონის წევრებისგან. ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ ამ საათის განმავლობაში სამხედრო ობიექტებზე იქნება მიტანილი იერიშები. შესაბამისად, საბრძოლო მოქმედებები სულ უფრო ინტენსიური გახდება.
ამ ფონზე რუსეთის ტავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ მოიგერია 10 სარაკეტო თავდასხმა მოიგერია და სიტუაცია არის სტაბილური. თუმცა ბელგოროდიდან აქტიურად ვრცელდება ტავდასხმის კადრები. ვრცელდება ინფორმაცია ერთი გარდაცვლილის შესახებაც, თუმცა, სავარაუდოდ, მსხვერპლი გაცილებით მეტია.
რუსეთის განმათავისუფლებელი ლეგიონის წევრები ხალხს ევაკუაციისკან და უსაფრთხო ადგილას გადასვლისკენ მოუწოდებენ.
მოქალაქეები ამბობენ, რომ შეტევები ინტენსიურია, თავს საპირფარეშოებს და დერეფნებს აფარებენ, რადგან თავშესაფრებში ჩასვლას ვერ ასწრებენ. ამ მძმე მდგომარეობის მიუხედავად კი, მათ ხელისუფლება ეუბნება, რომ არჩევნებზე უნდა წავიდნენ.