რუსულ ქალაქებს უკრაინა არა, რუსეთის გამათავისუფლებელი მოძრაობის წევრები ბომბავენ - უკრაინული ექსპერტი
უკრაინული ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ ბელგოროდში შეტევები სულ უფრო გაძლიერდება და მასობრივი გახდება.
მათი განცხადებით, ამ ყველაფერში მონაწილეობას არ იღებს უკრაინის შეირარებული ძალები და ამ ყველაფრის შემოქმედები ის რუსეთის მოქალაქეები არიან, რომლებსაც რუსეთის პუტინის რეჟიმისგან გათავისუფლება სურთ.
განუსაზღვრელი რაოდენობის საჰაერო იერიში განხორციელდა ბელგოროდზე, ეს იყო საარტილერიო იერიში და უპილოტო აპარატები. ეს ჩვენ არ ვბომბავთ, ეს თავისუფალი რუსეთის ლეგიონია! დღეს ბელგოროდიდან ერთი ახალი ამბავი მეორეს მიყოლებით მოვა, იმიტომ რომ რუსი ოპოზიციონერები უკვე ბომბავენ ოლქს არტილერიით, მათ გააფრთხილეს ისინი წინასწარ, რომ გაეყვანათ მოქალაქეები. ომმა გადაინაცვლა რუსეთის ტერიტორიაზე და ეს ჩვენთვის სასიამოვნო სანახავია. იერიშები არ მიაქვს უკრაინულ ჯარებს, რუსულ ქალაქებს რუსეთის გამათავისუფლებელი მოძრაობის წევრები ბომბავენ", - ამბობს პოლიტიკის ანალიტიკოსი მიხეილ შეიტელმანი.
მომავალი საათი ბელგოროდისთვის, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მძიმე იქნება. დაანონსებულია უკვე მასობრივი შეტევა რუსეთის თავისუფალი რეგიონის წევრებისგან. ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ ამ საათის განმავლობაში სამხედრო ობიექტებზე იქნება მიტანილი იერიშები. შესაბამისად, საბრძოლო მოქმედებები სულ უფრო ინტენსიური გახდება.
ამ ფონზე რუსეთის ტავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ მოიგერია 10 სარაკეტო თავდასხმა მოიგერია და სიტუაცია არის სტაბილური. თუმცა ბელგოროდიდან აქტიურად ვრცელდება ტავდასხმის კადრები. ვრცელდება ინფორმაცია ერთი გარდაცვლილის შესახებაც, თუმცა, სავარაუდოდ, მსხვერპლი გაცილებით მეტია.
რუსეთის განმათავისუფლებელი ლეგიონის წევრები ხალხს ევაკუაციისკან და უსაფრთხო ადგილას გადასვლისკენ მოუწოდებენ.
მოქალაქეები ამბობენ, რომ შეტევები ინტენსიურია, თავს საპირფარეშოებს და დერეფნებს აფარებენ, რადგან თავშესაფრებში ჩასვლას ვერ ასწრებენ. ამ მძმე მდგომარეობის მიუხედავად კი, მათ ხელისუფლება ეუბნება, რომ არჩევნებზე უნდა წავიდნენ.