სარაკეტო თავდასხმა ოდესაზე - დაიღუპა 2 და დაშავდა 20 ადამიანი

15.03.24 16:01
სარაკეტო თავდასხმა ოდესაზე - დაიღუპა 2 და დაშავდა 20 ადამიანი

უკრაინის სამხრეთ ქალაქ ოდესაზე რუსული ძალების მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას სულ მცირე ორი ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ ოდესის ოლქის გუბერნატორი, ოლეგ კიპერ იუწყება.

მძიმე დაშავებულები არიან მედიკოსებსა და მაშველებს შორისაც. მსხვერპლთა საერთო რაოდენობა ზუსტდება“, - განაცხადა გუბერნატორმა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, დაშავდა 20 ადამიანი, მათგან ხუთი მაშველი - პირველი დარტყმის შედეგად ხანძარი გაჩნდა, მეორე დარტყმა კი მაშინ განხორციელდა, როდესაც მეხანძრე-მაშველები მის ჩაქრობას ცდილობდნენ, რის შედეგადაც მაშველები დაიღუპნენ და დაშავდნენ.