მოსკოვში ახალგაზრდა ქალმა საარჩევნო კაბინას ცეცხლი წაუკიდა - ამომრჩეველი დააკავეს

15.03.24 16:37
მოსკოვში ახალგაზრდა ქალმა საარჩევნო კაბინას ცეცხლი წაუკიდა - ამომრჩეველი დააკავეს

მოსკოვში ქალმა საარჩევნო კაბინას ცეცხლი წაუკიდა. ვიდეო რუსულ ტელეგრამ არხებზე ვრცელდება. წინასწარი ინფრომაციით, შემთხვევა სამხრეთ-აღმოსავლეთ ადმინისტრაციული ოლქის ერთ-ერთ უბანზე მოხდა. ქალს 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ვიდეოს მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მან კაბინას აალებადი სითხე დაასხა, ცეცხლი წაუკიდა და მაშინვე ტელეფონზე დაიწყო ყველაფრის გადაღება.

ასევე საარჩევნო უბნებზე დააკავეს რამდენიმე მოქალაქეც, რომლებმაც ბიულეტენების ყუთში ე.წ. მწვანე ჩაასხეს. მათაც 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები ზოგიერთ ქალაქებში სირენებისა და აფეთქებების ფონზე მიმდინარეობს.