აფეთქებები და ჭურვების ცვენა რუსეთში - კრემლი საპრეზიდენტო არჩევნებს სრული ქაოსის ფონზე ატარებს
პუტინის კოშმარი - დღე მეორე. ასეთ არჩევნებს რუსი დიქტატორი ვერც წარმოიდგენდა. რუსული ქალაქები იბომბება და თავისუფლების ლეგიონი სოფელს სოფელზე იღებს. ბელგოროდში რუსული არმიის საკონტროლო პუნქტია განადგურებული. ქალაქში განუწყვეტლივ ცვივა ჭურვები და შეშინებული მოსახლეობა საბრძოლო მოქმედებების ტერირიტორიას ტოვებს. ე.წ. უსაფრთხო კორიდორი უკვე რამდენიმე ათასმა ავტომობილმა გაიარა. კრემლი საპრეზიდენტო არჩევნებს სრული ქაოსის ფონზე ატარებს.
აფეთქებების ხმა დღეს მოსკოვის სიახლოვესაც ისმოდა. თავისუფლების ლეგიონმა იერიში კალუგაში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით მიიტანა. პუტინი სახალხო პროტესტის მოლოდინშია და საკუთარი მოსახლეობის ტერორზე გადავიდა. ყველას ვინც წესრიგის დარღვევაში იქნება მხილებული 5 წლიანი პატიმრობა ემუქრება. მკაცრი სასჯელის მიუხედავად, ხალხი ღია პროტესტის გამოხატვას უშუალოდ საარჩევნო უბნებზეც არ ერიდება. კაბინებში დღეს მოლოტოვის კოქტეილები ფეთქდებოდა, საარჩევნო ბიულეტინებს კი დემოსტრაციულად ანადგურებდნენ.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.