თურქეთში მიგრანტების ნავი ჩაიძირა - დაღუპულია 22 ადამიანი

15.03.24 20:07
თურქეთში მიგრანტების ნავი ჩაიძირა - დაღუპულია 22 ადამიანი

თურქეთში, ჩანაქკალეს პროვინციის სანაპიროსთან ნავი ჩაიძირა, სადაც მიგრანტები იმყოფებოდნენ - შემთხვევის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა, რომელთა შორის 7 ბავშვია.

პროვინციის გუბერნატორის ცნობით, სანაპირო დაცვის სამსახურმა ორი ადამიანის გადარჩენა შეძლო, ხოლო ორმა პირმა ნაპირზე გამოსვლა თავად მოახერხა. 

ამ დრომდე უცნობია, თუ რამდენი მიგრანტი იმყოფებოდა ნავში.

მსგავსი სიახლეები