უკრაინა ბელგოროდსა და კურსკს არჩევნების ჩაშლის მიზნით ბომბავს - პუტინი
რუსეთის პრეზიდენტი ბელგოროდისა და კურსკის ოლქის დაბომბვას "არჩევნების ჩაშლის მცდელობად" აფასებს - პუტინი ირწმუნება, რომ რეგიონებში სამხედრო მოქმედებებს არა რუსეთის თავისუფლების ლეგიონი, არამედ უკრაინა ახორციელებს.
რუსეთის დიქტატორი აღიარებს, რომ უკრაინის კონტრშეტევას არაერთი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
დღეს დაიწყო საპრეზიდენტო არჩევნები. ადამიანების დასაშინებლას და საარჩევნო პროცესის ჩასაშლელად კიევის ნეონაცისტურმა რეჟიმმა განახორციელა რიგი სამხედრო აქტები. მათ მიიტანეს იერიშ მშვიდობიან მოქალაქეებზე. მათ მიერ გაშვებული რაკეტების 95% ჩვენმა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებმა გაანადგურეს. სამწუხაროდ, გვყავს მსხვერპლი. 12 მარტიდან დღემდე კიევის რეჟმს დაქირავებული უცხოელი მებრძოლების საშუალებით ჰოქნდა არაერი მცდელობა, განეხორციელებინა დივერსიულ-ტერორისტული აქტები რუსეთის ტერიტორიაზე და შემოჭრა. ამ შეტევაში 2500 ჯარისკაცი მონაწილეობდა", - ამბობს პუტინი.
ბელგოროდში საჰაეროო განგაში არ წყდება. რუსეთის განმათავისუფლებელი ლეგიონი აქტიურ შეტევაზე გადავიდა და სროლები დაიწყეს. სავაჭრო ცენტრები და სახლები - ყველგან იდენტური ვითარებაა. აფეთქებების გამო რუსული ქალაქი ისევ კვამლშია გახვეული.