"წადით თქვენი" - მედვედევი ევროკავშირს

15.03.24 20:57
"წადით თქვენი" - მედვედევი ევროკავშირს

"წადით თქვენი", - ასე მიმართავს რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი, დიმიტრი მედვედევი ევროკავშირს, რომელმაც რუმინეთისთვის ოქროს დაბრუნების საკითხი წამოჭრა.

რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ალიანს ქვეყნისთვის მილიარდის ოდენობის აქტივების მოპარვაში ადანაშაულებს.

არც კი ვიცი რა პასუხი გავცე ასეთ თავხედობას. ევროკავშირმა რუსეთს 300 მილიარდის ოდენობის აქტივები მოპარა და რუმინეთის ოქროს დაბრუნებას ითხოვს. რუსულად არაფერია სათქმელი, მხოლოდ შეიძლება ერთ ადგილას გაგზავნა. მოკლედ, წადით თქვენი...", - წერს მედვედევი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, მეოცე საუკუნის დასაწყისში რუმინეთის სამეფომ 90 ტონა ოქრო და ძვირფასი სამკაულები რუსეთს შესანახად გადასცა, თუმცა 1919 წელს საბჭოთა კავშირმა ოქროს დაბრუნებაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც რუმინეთმა რუსეთს ძვირფასეულობის დაბრუნება რამდენჯერმე მოსთხოვა. 2024 წლის 14 მარტს კი ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ოქროს დაბრუნებას ევროკავშირის ერთ-ერთ ამოცანად მოიაზრებს.