უკრაინის დასახმარებლად ახალი კოალიცია შეიქმნება - შოლცი

15.03.24 21:36
უკრაინის დასახმარებლად ახალი კოალიცია შეიქმნება - შოლცი

საფრანგეთის პრეზიდენტს, პოლონეთის პრემიერ-მინისტრსა და გერმანიის კანცლერს შორის შეხვედრა გაიმართა - მხარეებმა ომში ჩართული ქვეყნისთვის დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ ბერლინში, ვაიმარის სამკუთხედის ფორმატში იმსჯელეს.

ოლაფ შოლცი განმარტავს, რომ ახლო მომავალში ახალი კოალიცია შეიქმნება, რომლის მიზანიც უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო არტილერიის მიწოდება იქნება.

უკრაინის დასავლელი მოკავშირეები ქმნიან კოალიციას, რათა უზრუნველყონ კიევი შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო არტილერიით და გამოიყენონ რუსული აქტივებიდან შემოსული თანხა იარაღის შესაძენად", - განაცხადა შოლცმა.