უკრაინამ და რუსეთმა დაღუპულ მეომართა ცხედრები გაცვალეს

15.03.24 21:45
უკრაინამ და რუსეთმა დაღუპულ მეომართა ცხედრები გაცვალეს

უკრაინამ და რუსეთმა დაღუპულ მეომართა ცხედრები გაცვალეს - სამხედრო ტყვეების საკითხების უკრაინული საკოორდინაციო შტაბი იტყობინება, რომ ქვეყანას 100 ცხედარი დაუბრუნდა.

რუსეთის დუმის დეპუტატის, შამსაილ სარალიევის ცნობით, ფედერაციას 69 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი გადაეცა.