ოდესაში 16 მარტი გლოვის დღედ გამოცხადდა

უკრაინის ქალაქ ოდესაში 16 მარტი გლოვის დღედ გამოცხადდა.
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ რეგიონზე მიტანილი სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 73-მდე გაიზარდა.
დაღუპულთა შორის ის მაშველები და ექიმებიც არიან, რომლებიც სამაშველო ოპერაციაში იყვნენ ჩართული, რა დროსაც ოკუპანტებმა მათი მიმართულებით კიდევ ერთი თავდასხმა განახორციელეს.