გაერო-ს სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო, გმობს რუსეთის მცდელობას, ჩაატაროს არჩევნები უკრაინის ოკუპირებულ ოლქებში

16.03.24 09:59
გაერო-ს სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო, გმობს რუსეთის მცდელობას, ჩაატაროს არჩევნები უკრაინის ოკუპირებულ ოლქებში

გაერო-ს 50-ზე მეტი სახელმწიფო, მათ შორის საქართველო, გმობს რუსეთის მცდელობას, ჩაატაროს საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში. 

ესაბამისი ერთობლივი განცხადება გაერო-ში უკრაინის ელჩმა, სერგეი კისლიცამ წაიკითხა.

ბრიფინგის დროს სერგეი კისლიცას სოლიდარობის ნიშნად გვერდში ედგა გაერო-ში 56 ქვეყნის ელჩი.

კისლიცას თქმით, ერთობლივი განცხადების ხელმომწერები მოუწოდებენ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს აგრესიის ომი უკრაინის წინააღმდეგ და დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინის ტერიტორიიდა

"ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ რუსეთის ფედერაციის არალეგიტიმურ მცდელობებს, გამართოს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის დროებით ოკუპირებულ რაიონებში. არჩევნების ჩატარება გაერო-ს წევრი სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მისი ნებართვის გარეშე არის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის უპატივცემულობა. ასეთი არჩევნები საერთაშორისო სამართლით ლეგიტიმურ არ არის“, - განაცხადა გაერო-ში უკრაინის ელჩმა, სერგეი კისლიცამ.

 

მსგავსი სიახლეები