ჭურვების წვიმა, დრონებით იერიში და საჰაერო განგაში ბელგოროდში - ბოლო ცნობები რუსული ქალაქიდან

საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში - დღე მეორე. ბელგოროდი ამ დრომდე ცეცხლის ალშია გახვეული. შუა ღამიდან ამ დრომდე, ოლქში საჰაერო განგაში რამდენჯერმე ჩაირთო. სამარას რაიონში დრონებით იერიში ქარხნებზე მიიტანეს. სიზრანში, ერთ-ერთი ნავთობგადამამუშავებელი ობიექტია გადამწვარი.
რუსულ ბელგოროდში ისევ ჭურვების წვიმაა. ერთ-ერთი ჭურვი, ცოტა ხნის წინ, საბავშვო მოედანზე ჩამოვარდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაციაა არ გავრცელებულა.
რამდენიმე საათის წინ მთელ რუსეთში და მათ შორის ბელგოროდშიც საარჩევნო უბნები გაიხსნა, თუმცა პირველივე ამომრჩევლის კაბინაში შესვლისთანავე ისევ საჰაერო განგაშის ხმები გაისმა.
არსებული ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე საათში, ბელგოროდისკენ რვა რაკეტა გადაისროლეს.