ცეცხლმოკიდებული კაბინები და დამწვარი ბიულეტენები - რუსეთში არჩევნები ისევ პროტესტის ფონზე მიდის

16.03.24 10:25
ცეცხლმოკიდებული კაბინები და დამწვარი ბიულეტენები - რუსეთში არჩევნები ისევ პროტესტის ფონზე მიდის

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები ისევ მასობრივი პროტესტის ფონზე მიდის. პუტინის მოწინააღმდეგეები საარჩევნო კაბინებს ცეცლხს უკიდებენ, წვავენ ბიულეტენებსაც. 

ბოლო რამდენიმე საათში, დაკავებულია კიდევ ორი ადამიანი, მათ შორის 5 წლიან პატიმრობაში უშვებენ ქალს, რომელმაც ეკატერინბურგის ერთ-ერთ საარჩევნოო უბანზე, ბიულეტენები საღებავით დასვარა.

მედიაში ვრცელდება კადრები, რომლითაც ირკვევა, რომ ზოგიერთ უბანზე მოქალაქეები ანიმაციური პერსონაჟების ფორმაში გადაცმულები მიდიან და მათთვის სასურველ კანდიდატებს ხმებს აძლევენ.

ყველა ელოდებოდა, პუტინის გამოჩენას საარჩევნო უბანზე, თუმცა რუსმა დიქტატორმა საკუთარ თავს ხმა საკუთარი კაბინეტიდან, დისტანციურად მისცა.

მსგავსი სიახლეები