რუსეთის სამარის ოლქის ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დრონებით დაესხნენ - გუბერნატორი
რუსეთის სამარის ოლქის ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დრონებით დაესხნენ - ფაქტს სამარის ოლქის გუბერნატორი ადასტურებს.
სამარის ოლქის გუბერნატორის ცნობით, დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ქალაქ სიზრანში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
ამ დროისთვის ხანძრის ფართობი 500 კვადრატული მეტრია.