სირიის ომის მეცამეტე წლისთავი - ბრძოლები სულ უფრო სასტიკი ხდება

16.03.24 12:40
სირიის ომის მეცამეტე წლისთავი - ბრძოლები სულ უფრო სასტიკი ხდება

სირიის ომის მეცამეტე წლისთავზე, ბრძოლები ძლიერდება და მეტად უფრო სასტიკი ხდება - ომმა, რომელმაც ნახევარი მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, უპრეცედენტო ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია.

ფრონტის ხაზზე მყოფი სამხედროების ოჯახები აცხადებენ, რომ მეამბოხეების სამხედრო და ძალადობრივ მოქმედებებს დასასრული არ უჩანს.

დაბომბვები გრძელდება ყოველ საათში, ყოველ წუთსა და ყოველთვის. თუ ჩვენს სოფელზე არა, მაშინ მახლობლად. მე მათ ვერ დავთვლი, მაგრამ დაბომბვა გრძელდება დილიდან საღამომდე და ბევრი ადამიანი იღუპება", - ამბობს ადგილობრივი.

ასადის ძალები იდლიბში გამაგრებულ დარჩენილ მეამბოხეებს ებრძვიან. სასწრაფო დახმარების მუშაკები განმარტავენ, რომ რეგიონში დაღუპულთა რიცხვი დღითიდღე იზრდება. 

2023 წლის სტატისტიკა მოიცავდა 1230-ზე მეტს თავდასხმას. 170-ზე მეტი დაიღუპა და 300 დაშავდა. 2023 წლის ბოლო ნახევარი ინტენსიური იყო და უწყვეტი შეტევები ხორციელდება სამხრეთის ტერიტორიებზე", - თქვა სირიის სამოქალაქო თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა, იასინ ხადერიმ.

რაც შეეხებათ მეამბოხეებს, მათი მეთაურები, რომლებიც იდლიბს აკონტროლებენ, ამბობენ, რომ რევოლუცია გრძელდება და  ისინი არ გეგმავენ, მხოლოდ და მხოლოდ, ამ ქალაქზე გაჩერებას.

ჩვენი მიზანი არ არის იდლიბიში სახელმწიფოს შექმნა. ჩვენთვის რევოლუცია გრძელდება მანამ, სანამ ასადის პასუხისმგებლობა არ დადგება", - განაცხადა მუჰამედ ალ-ბაკურიმ.

ამ დროისთვის, პრეზიდენტ ბაშარ ალასადის მთავრობა სირიის უმეტეს ნაწილს აკონტროლებს. დღეს სირიაში თითქმის 17 მილიონი ადამიანი საჭიროებს დახმარებას, რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია ომის დაწყების შემდეგ.

გაერო ამბობს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში, ბრძოლების ყველაზე დიდი ესკალაცია მიმდინარეობს, რამაც უპრეცედენტო ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია. ამიტომ საერთაშორისო ორგანიზაცია დახმარების გაზრდისა და ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ მოწოდებებს გასცემს.