დაკავებულია კაცი, რომელიც უკრაინის დაკვეთით ტერაქტს გეგმავდა - რუსეთის უშიშროება
დაკავებულია კაცი, რომელიც უკრაინის დაკვეთით ტერაქტს გეგმავდა - რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური ირწმუნება, რომ 61 წლის რუსი კაცი ურალის სვერდლოვსკის ოლქში, ტრანსციმბირის სარკინიგზო მაგისტრალზე ტერაქტის განხორციელებას აპირებდა.
უწყების ცნობით, კაცი კიევის დაზვერვის სამსახურებმა უკრაინის ქალაქ ლვოვში აიყვანეს და შემდეგ რუსეთში გაგზავნეს. უშიშროების მტკიცებით, დაკავებული ბრალდებას აღიარებს.