პუტინი 2026 წლიდან ნატო-ზე თავდასხმას გეგმავს? - რა მონაცემები მიიღო გერმანიამ და რას წერს „ბიზნეს ინსაიდერი“

16.03.24 14:15
პუტინი 2026 წლიდან ნატო-ზე თავდასხმას გეგმავს? - რა მონაცემები მიიღო გერმანიამ და რას წერს „ბიზნეს ინსაიდერი“

პუტინი 2026 წლიდან ნატო-ზე თავდასხმას გეგმავს? - გერმანიის სადაზვერვო სამსახურებმა მთავრობისთვის მოამზადეს რუსეთის მხრიდან სამხედრო საფრთხის ანალიზი, რომელიც პროგნოზირებს, რომ 2026 წლიდან რუსეთს შეუძლია შეტევა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე.

ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდა“ „ბიზნეს ინსაიდერზე“ დაყრდნობით წერს.

როგორც მედია წერს, გერმანული სადაზვერვო სამსახურების ანალიზის მიხედვით, რუსეთი ემზადება დასავლეთთან ფართომასშტაბიანი კონფლიქტისთვის, რაზეც მიუთითებს რუსული არმიის რეორგანიზაცია, ჯარების გადაადგილება და რაკეტების განლაგება ქვეყნის დასავლეთით, ისევე როგორც რუსული იარაღის წარმოების ზრდა.

„ბიზნეს ინსაიდერის“ ცნობით, ნატო იზიარებს შეშფოთებას რუსეთის მზარდი სამხედრო შესაძლებლობებისა და შემდგომი დაპირისპირების შესახებ, მაგრამ მიიჩნევს, რომ არ არის აუცილებელი, ამან ომი გამოიწვიოს.