ჰაიტის პოლიტიკური გარდამავალი საბჭოს წევრების უმეტესობა უკვე დასახელდა - ბლინკენი

16.03.24 14:46
ჰაიტის პოლიტიკური გარდამავალი საბჭოს წევრების უმეტესობა უკვე დასახელდა - ბლინკენი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის ცნობით, ჰაიტის პოლიტიკური გარდამავალი საბჭოს წევრების უმეტესობა უკვე დასახელებულია.

მისი თქმით, ამ დროისთვის, საბჭოს ცხრა წევრიდან უმეტესობა აირჩიეს, თუმცა გარდამავალი საბჭოს სრულად დაკომპლექტების პროცესი დროებით შეფერხებულია.

ეს მარტივი და სწორხაზოვანი არასდროს იქნებოდა. ასე რომ, წინ სამუშაოა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ პროგრესი გვაქვს“, - განაცხადა ბლინკენმა.

ცნობისთვის ჰაიტის პრემიერ-მინისტრმა, არიელ ჰენრიმ ორშაბათს თქვა, რომ თანამდებობას მაშინვე დატოვებდა, როგორც კი სხვადასხვა პოლიტიკური კოალიციის და საზოგადოების სექტორის წარმომადგენლებისგან შემდგარი გარდამავალი საბჭო შეიქმნებოდა. 

მსგავსი სიახლეები