ბელგოროდსა და მიმდებარე ოლქებში სასწავლო დაწესებულებები და სავაჭრო ცენტრები დაიხურება

16.03.24 16:10
ბელგოროდსა და მიმდებარე ოლქებში სასწავლო დაწესებულებები და სავაჭრო ცენტრები დაიხურება

ბელგოროდის რეგიონში არსებული სკოლები, უნივერსიტეტები, საბავშვო ბაღები და სავაჭრო ცენტრები დაიხურება - ამის შესახებ გადაწყვეტილება ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა მიიღო.

რეგიონში რუსული მოხალისეთა ჯგუფები აქტიურ საომარ მოქმედებებს აწარმოებენ, რის შედეგადაც, გუბერნატორის ცნობით, დაწესებულებები ორშაბათს და სამშაბათს არ იმუშავებენ.

შეზღუდვები ასევე ბორისოვის, ვოლოკონოვსკის, კრასნოიარუჟსკის,  გრეივორონსკის, ვალუისკის, შებეკინსკის და იაკოვლევსკის ოლქებზეც გავრცელდება.

ცნობისთვის, ბელგოროდზე თავდასხმა რამდენიმე დღეა რაც გრძელდება. ოლქის გუბერნატორი 2 ადამიანის დაღუპვას ადასტურებს.

მსგავსი სიახლეები