ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები შესაძლოა, კვირას განახლდეს - Associated Press

ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები შესაძლოა, 17 მარტს განახლდეს - მოსალოდნელია, რომ ისრაელსა და "ჰამასს" შორის შეხვედრა კატარში გაიმართოს.
Associated Press-ი ეგვიპტელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ რამადანის დაწყების შემდეგ მხარეებს შორის გამართული პირველი შეხვედრა იქნება.