ოდესის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

16.03.24 16:34
ოდესის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოდესაზე მიტანილი იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა - დაღუპულთა შორის არიან ექიმები და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც დაბომბვის შედეგად მიღებული ჭრილობების საფუძველზე შაბათს, საავადმყოფოში გარდაიცვალნენ.

ცნობისთვის, რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად 70-მდე ადამიანი დაშავდა. მათგან 39 საავადმყოფოში იმყოფება, ხოლო 8 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.