"პუტინი არ არის რუსეთი და ორბანი არ არის უნგრეთი! იყავით გაბედულები!" - იულია ნავალნაიას მიმართვა მომიტინგეებს

17.03.24 09:53
"პუტინი არ არის რუსეთი და ორბანი არ არის უნგრეთი! იყავით გაბედულები!" - იულია ნავალნაიას მიმართვა მომიტინგეებს

რუსეთი არ არის პუტინი და უნგრეთი არ არის ორბანი, - ამ სიტყვებით მიმართა იულია ნავალნაიამ ბუდაპეშტში შეკრებულ მომიტინგეებს, რომლებიც ვიქტორ ორბანის მმართველობას აპროტესტებენ. რუსი ოპოზიციონერის ცოლი აქციის მონაწილეებს ვიდეომიმართვით ჩაერთო და მათ დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლაში გამბედაობისკენ მოუწოდა.

ნავალნაიამ უნგრეთის პრემიერი გააკრიტიკა და პირდაპირ თქვა, რომ ის პუტინის მოკავშირეა, რომელიც ევროპის ერთიანობის დაზიანებას ცდილობს და აგრესორს ხელს აფარებს. 

ერთი თვის წინ პუტინმა მომიკლა მეუღლე - ალექსეი ნავალნი. ალექსეი ნავალნი იბრძოდა საბაზისო საკითხებისთვის: სიტყვის თავისუფლებისთვის, სამართლიანი არჩევნებისთვის, დემოკრატიისთვის და ჩვენი უფლებისთვის ვიცხოვროთ კორუფციისა და ომის გარეშე, ვიცხოვროთ  ნორმალური ევროპული ქვეყნების მსგავსად. რატომ დაიწყო პუტინმა ომი უკრაინაში? იმიტომ, რომ მან იცოდა, რომ მას ჰყავდა ერთგული მოკავშირეები ევროპაში, რომლებიც დაეხმარებოდნენ ევროპის ერთიანობის დაზიანებაში. რატომ არ ეშინია შედეგების? რადგან იცის, რომ ისინი დაიცავენ მას. რატომ კლავს  პოლიტიკურ ოპონენტებს? რადგან მან იცის, რომ ევროპელი მეგობრები მას ხელს დააფარებენ“, - განაცხადა ნავალნაიამ. რუსეთი არ არის პუტინი და პუტინი არ არის რუსეთი. უნგრეთიც ასევე არ არის ორბანი. იყავით გაბედულები!, - განაცხადა ნავალნაიამ.