კრასნოდარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონის თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა

17.03.24 09:59
კრასნოდარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონის თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა

რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარეში, ქალაქ სლავიანსკ-კუბანში მდებარე ერთ-ერთ ქარხანაში დრონის თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას ტელგრამ არხი "BAZA" ადგილობრივ მოსალხოებაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

თვითმხილველები სლავიანსკ-კუბანში აფეთქებების შესახებ ყვებიან. სავარაუდოდ, მოხდა დრონის თავდასხმა. ხანძარი ერთ-ერთ ადგილობრივ ქარხანაში გაჩნდა", - წერს არხი.

"ბაზას" ინფორმაციით, არის მინიმუმ ერთი დაშავებული - ქარხნის თანამშრომელი. ახლა ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი მძვინვარებს. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა.

 

საინფორმაციო არხი "Beware" კი განმარტავს, რომ ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ქარხანას თავს დაესხა დრონების ჯგუფი - ხუთზე მეტი დრონი. საწარმო, სავარაუდოდ, ადგილობრივი გადამამუშავებელი ქარხანაა.